ზარის შეკვეთა

მოგვწერეთ აქვე

ნიუსლეთერი

განაცხადის ფორმა

აჭარაში კომუნალური ინფრასტრუქტურის პროექტი ხორციელდება

"ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მასშტაბური პროექტი აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია აჭარაში თითოეული მოქალაქისთვის შევქმნათ ცხოვრების ჯანსაღი პირობები, სადაც მოსახლეობა წყლით სარგებლობას უწყვეტ რეჟიმში შეძლებს და საბოლოოდ აღმოიფხვრება წყლების განმავლობაში ამ კუთხით არსებული პრობლემა. პროექტი ინტენსიურად ხორციელდება და მას არა მხოლოდ სოციალური არამედ ძალიან დიდი ეკონომიკური დატვირთვა აქვს. წყლის სისტემის პროექტი დაბებისა და სოფლის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებას შეუწყობს ხელს"- განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

სიახლეების არქივი